X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მზია გიორგობიანმა ამბროლაურის, მესტია-უშგულის სივრცითი მოწყობის გეგმები წარადგინა

26 დეკემბერი 2019

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა დღეს ამბროლაურისა და მესტია-უშგულის სივრცითი მოწყობის გეგმების პრეზენტაცია წარადგინა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა და სოფლების  - ნიკორწმინდა, ჭრებალო, წესი და შაორის ტურისტულ - სარეკრეაციო  კომპლექსის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია წელს ზაფხულში დამტკიცდა. 

რაც შეეხება მესტიის მუნიციპალიტეტისა და მულახის თემის 11 სოფლის - ჭოლაში, არცხელი, ზარდალში, ლახირი, მაჯვდიერი, მურშკელი, ჯაბეში, ჟაამუში, ღვებრა, ჩვაბიანი და ცალდაშის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვას, მზია გიორგობიანის ინფორმაციით, დოკუმენტაცია კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ შეიმუშავა და ამ ეტაპზე ადგილზე განხილვები მიმდინარეობს.